Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
284

გერიატრმა დინარა რამიშვილმა ხანდაზმულ ადამიანებში მედიკამენტების მოხმარების წესების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ხანდაზმულები ხშირად უკონტროლოდ ბევრ მედიკამენტს მოიხმარენ:

„ხანდაზმულებში ოქროს წესია მცირე დოზის პრინციპი. თუ ჩვენ შუახნის ადამიანს ვუნიშნავთ 0,5 მილიგრამ რომელიმე პრეპარატს, ხანდაზმულს უნდა დაენიშნოს 0,3 ან 0,25. ის მეტს ვერ აიტანს. ხანდაზმულ ასაკში ყველა ფუნქცია ქვეითდება. ნებისმიერი მედიკამენტის ნარჩენი პროდუქტები გამოიყოფა ღვიძლის ან თირკმელების გზით. ხანდაზმული ადამიანის თირკმელი ვერ გამოყოფს იმდენს, რამდენიც არის საჭირო, ხდება დაგროვება.

დამამშვიდებლები, სედატიური საშუალებები პირდაპირ იწვევს დემენციას. ტკივილგამაყუჩებლები იწვევს კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს. ისედაც სავალალო მდგომარეობაში გვაქვს კუჭ-ნაწლავი. ასაკოვან ხალხში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კუჭის მოქმედება. ხანდაზმულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს. სამი პრეპარატი თუ კარგად აიტანა, ესეც უნდა გვიხაროდეს. ​მე არ ვეტყვი, რომ წნევის წამალი არ დალიონ, მე არ ვეტყვი, რომ არითმიისთვის წამალი არ დალიონ, მაგრამ ვეტყვი, რომ ტკივილგამაყუჩებლები გადადეთ, არ არის აუცილებელი. გაიარეთ ცოტა, იმოძრავეთ. საძილეც არ არის აუცილებელი. ტვინის უჯრედების მკვებავი ჟანგბადზე უკეთესი არაფერი არ არის“, – ამბობს ექიმი გერიატრი „იმედის დღესთან“ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

​„ხანდაზმულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს“ – გერიატრი დინარა რამიშვილი

284
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
284
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული