„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ანა ყურაშვილი აცხადებს, რომ ჯაფარიძეს მასზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ პოლიციიდან შეატყობინეს.
მისივე ინფორმაციით, ჯაფარიძე გორში ამოცნობაზე მიდის.
აღნიშნულ თემაზე „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება