Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
57

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შევიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სპეციალისტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმული ნისლით წამლობა დაიწყეს.

თერმული ნისლით წამლობა მონიტორინგის საფუძველზე იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება. სოფელ ორსანტიაში მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებას სპეციალური აღჭურვილობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში თერმული ნისლით უკვე დამუშავდა 900 ჰა ტერიტორია.

მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“- გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას 24 საათით ადრე აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე parosana.ge და მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, გარკვეული ეტაპის შემდეგ თერმული ნისლით წამლობასთან ერთად,  აქტიურად დაიწყება სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ზუგდიდში თერმული ნისლით წამლობა დაიწყო

57
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
57
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული