რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 – მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. პროცესში “ქართულ ოცნებას” მონაწილეობა არ მიუღია.
[related_news id=”648006″ align=”left”]
სხდომა დილიდან ხმაურით მიმდინარეობდა. მმართველი დეპუტატები პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს მიმართავენ.
მათი თქმით, სირცხვილი და უპრინციპობაა „ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგება, რასაც სხდომაზე კამათი მოჰყვა. დეპუტატების ნაწილი სხდომის რეგლამენტის მიხედვით გაგრძელებას მოითხოვენ.
ეს კიდევ ერთი საკრებულოა, სადაც ხელისუფლებამ უმრავლესობა დაკარგა.