Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
276

ბრიტანელები ირჩევენ კრაკოვს – უკვე ზედიზედ მესამედ მათ პოლონური ქალაქი კრაკოვი ევროპაში საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აღიარეს. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორი დაასახელეს: მათ შორის მისაღები ფასები.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, მოგზაურებმა პოლონური ქალაქი ერთხმად დაასახელეს, როგორც ყველაზე კომფორტული ტურისტული მიმართულება ევროპაში, სადაც ძალიან იაფად, არაჩვეულებრივად დაისვენებთ და დროსაც შესანიშნავად გაატარებთ.

რა უნდა აკეთოთ კრაკოვში – შეგიძლიათ პოლონეთის ყოფილი დედაქალაქის კულტურული სიმდიდრე და ისტორია შეისწავლოთ. კრაკოვის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი. ის ნამდვილად ამართლებს ასეთ საზეიმო სახელწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის სამხრეთში მდებარე ეს საკმაოდ მსხვილი ქალაქი დიდი ხანია აღარ არის დედაქალაქი, მასში დარჩა ქვეყნის მთავარი ქალაქისთვის დამახასიათებელი ღირსება და სილამაზე.

[related_news id=”55452″ align=”left”]

რაც მთავარია, ამ ქალაქში განთავსების ობიექტები, კვება, გადაადგილება, სასმელი, კულტურული აქტრაქციონები – ძალიან იაფი ღირს, შესაბამისად, კრაკოვი ბრიტანელების ფავორიტ სამოგზაურო მიმართულებად რჩება.

აღსანიშნავია, რომ კრაკოვის აღმოჩენის შესაძლებლობა ჩვენც გვაქვს. აქ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა სრულდება. ქუთაისი-კრაკოვი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია „ვიზეარი“ ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ზედიზედ მესამედ – კრაკოვი ევროპაში საუკეთესო დასასვენებელ ადგილად აღიარეს

276
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
276
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული