Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
76

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რამდენად იქნება მზად ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე სათამაშოდ.

სავარაუდოდ ზაზა ფაჩულია საბერძნეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუმცა მთავარი ის არის, ითამაშებს თუ არა კაპიტანი ევროპის ჩემპიონატზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ფაჩულია გუნდთან ერთად იქნება საბერძნეთში, თუმცა მონაწილეობას ალბათ, არ მიიღებს. მისივე თქმით, ნაკრების ლიდერის ტრავმა საგანგაშო არ არის, მას 1-კვირიანი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მკურნალობის პროცესში „გოლდენ სტეიტის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ და ზაზას დისტანციურად მითითებებს აძლევენ.

 

საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს გაივლის. აკროპოლისის თასის გათამაშება ათენში 23-25 აგვისტოს გაიმართება.
მასში მონაწილეობას საბერძნეთის, იტალიის, სერბეთის დ საქართველოს ნაკრებები მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ზაზას ტრავმა საგანგაშო არ არის: კაპიტანი ევროპაზე ითამაშებს

76
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
76
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული