Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
169

NBA-ის რეგულარულის მორიგი ტურში ერთმანეთს „გოლდენ სტეიტი“ და „დეტროიტი“ შევხდნენ. ეს მატჩი განსაკუთრებული გამოდგა ზაზა ფაჩულიასთვის და ზოგადად ქართველი გულშემატკივრებისთვის.

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს და NBA-ის ორგზის ჩემპიონს ზაზა ფაჩლიას მეორე საჩემპიონო ბეჭედი გადაეცა. ბეჭედი ზაზას ყოფილმა თანაგუნდელმა, მისმა ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა გადასცა. „ორაკლ არენაზე“ შეკრებილმა ქომაგები კი ქართველ ცენტრს ოვაციებით შეხვდნენ. დიდ ეკრანებზე კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეო აჩვენეს.

თამაში “გოლდენ სტეიტმა” 121:114 მოიჰო.

ქართველმა 13 წუთი გაატარა და საკუთარ აქტივში 4 ქულა, 4 გადაცემა და 2 მოხსნა ჩაიწერა.

“საჩემპიონო ბეჭედი შესანიშნავი რამეა, მაგრამ მე უფრო მეგობრობას და იმ ურთიერთობას ვაფასებ, რომელიც ბიჭებთან ჩამომიყალიბდა.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცხოვრება კალათბურთზე გაცილებით მეტია. მეგობრობა და ურთიერთობები მთელი ცხოვრება თან გამყვება. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა ასეთი გამოცდილება – ვყოფილიყავი ამ გუნდის წევრი როგორც ამ დარბაზში, ისევე მის მიღმა“, – თქვა ზაზა ფაჩულიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ზაზას მეორე საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს (ვიდეო)

169
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
169
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული