Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
97

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, „სამართალდამცავთა, რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მათი მხარდამჭერები ამ დრომდე მთავრობის კანცელარიის შენობაში რჩებიან და პრემიერთან შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.

ზაზა სარალიძის განცხადებით, არ არის აუცილებელი შეხვედრა დღესვე გაიმართოს, მთვარია კონკრეტული თარიღი ჩაინიშნოს.

„რისთვის მოვედი, თუ არ შევხვდი და არ გავესაუბრე. მოვედი და ხომ არ ვეუბნები, რომ შეხვედრას მაინცდამაინც დღეს ვითხოვ, ვიღაც გამოვიდეს და ერთი სიტყვა მითხრას, ორი საათია ველოდები და არავინ გამოსულა”,-აღნიშნა სარალიძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სარალიძის განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც შეხვედრაზე ადმინისტრაციის პასუხს მოისმენს.

ისინი კანცელარიასთან 12:00 სთ-ზე შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრის სახელზე 30-მდე საქმე დატოვეს, რომელიც მათი თქმით, გამოუძიებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ზაზა სარალიძე პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს

97
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
97
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული