Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
85

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სლოგანით ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება.

4 საათიდან ალი და ნინოს ძეგლთან სპეციალური, საზაფხულო დეკორაციებით მორთულ პლაჟზე სტუმრებს გასართობი მუსიკალური შოუ ელოდებათ. მთელი დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ელექტორნული მუსიკით friendly Mosquito, Autumn tree, Gabunia, Mzhavia და ლაშა გურული, იზრუნებენ.

პლაჟზევე იფუქნციონირებს ღია ბარი და კაფეები – Radio Bar, Pipes Burger Joint, Pirate Bay Bar, Cold Bar, Martini Bar, სადაც სასმელებისა და კერძების შეკვეთა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

დღის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობებიც. მათ შორის ველო მარათონი, ქუჩის რაგბი, ფრანები შოუ, დღის ფეირვერკი. ბავშვებისთვის კი სახის მოხატვა, ქვებზე ხატვა, უფასო ჰელიუმისა და საპნის ბუშტები.

ამავე დღეს, კლუბი მანდარინის მიმდებარე ტერიტორაზე იფუნქციონირებს უფასო შეზლონგები და ქოლგები. 6-დან 7-საათამდე კი წყლის გასართობი საშუალებები – სკუტერი, პარაშუტი და იახტები იქნება უფასო.

საღამოს, პლაჟზე დაინთება უზარმაზარი კოცონი, რომელთან მისასვლელი გზაც ჩირაღდნებით განათდება. სეზონის გახნის ღონისძიება გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდება.

8 ივნისს, კი ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების წინასწარი ანონსი ქუჩის კონცერტებით დაწყება. ადგილობრივი ბენდები საბაგიროსთან, უნივერსიტეტთან და ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან დაუკრავენ და სტუმრებს სეზონის გახნის ღონისძიებაზე დაპატიჟებენ.

მიმდინარე წელს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება აჭარის განათლებისა და კულტურის სამინსიტროს ორგანიზებით და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად 9 ივნისს გაიხსნება

85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული