Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
112

19 ოქტომბრიდან, ყველა სასწავლო შენობაში სტუდენტთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა დაცული იქნება. ამის შესახებ განცხადებას განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი აკეთებს.

„სასწავლო წლის დაწყებამდე,უსაფრთხოების რეკომენდაციებზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა. შესაბამისად განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა რეკომენდაცია: ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, სტუდენტთა გადაადგილება პირბადეებით, სანიტაიზერების და დეზოპბარიერების გამოყენება, შესვლისას თერმოსკრინინგი და ა.შ.” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების დეპარტამენტმა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა უნივერსიტეტი გადაამოწმა. მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც 19 ოქტომბრიდან სტუდენტებს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა იქნება დაცული“.

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება. სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ყველა უნივერსიტეტი გადამოწმებულია და სტუდენტთა უსაფრთხოებაც დაცულია

112
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
112
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული