Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
153

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დღეს წარუდგინა.

ცნობილი ხდება, რომ არ იცვლება სამინისტროების რაოდენოდა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა – იუსტიციის მინისტრად თეა წულუკიანის ნაცვლად გოჩა ლორთქიფანიძე წარადგინეს.

იუსტიციის მინისტრი ბოლო რვა წლის განმავლობაში თეა წულუკიანი იყო, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატია. წულუკიანი რამდენიმე დღის წინ  განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

წარდგენილი 11 მინისტრის ვინაობა შემდეგნაირად გამოიყურება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

პარლამენტი საშემოდგომო სესიას დღეს დახურავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ყველა – ერთის გამოკლებით: მთავრობის შემადგენლობა ცნობილია

153
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
153
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული