Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
51

ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში 17 წლის მოზარდი იარაღით მოკლეს. რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, სოფელ ენისელში მცხოვრები მოზარდი ბიჭი ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელებმა მიაკითხეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

ოჯახის წევრების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ყვარლის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე კი მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და უკვე დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ყვარლის რაიონში არასრულწლოვანი ბიჭი მოკლეს

51
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
51
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული