Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
100

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ბრძანება გასცა, რომლითაც სამხედროებს გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ ცეცხლი გაუხსნან „ტერორისტებს.“

მანამდე კი, არეულობის ფონზე, ქალაქ ალმათიში „ანტი-ტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა

„ტერორისტები კვლავ იყენებენ იერიშს მთავრობისა და კერძო საკუთრების წინააღმდეგ, იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჯარსა და უფლებადამცველ ორგანოებს: გავეცი ბრძანება – გახსნან ცეცხლი გაფრთხილების გარეშე,“ – თქვა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული თავდაცვის ძალები, ყაზახეთის  პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, უკვე ქვეყანაში არიან განლაგებული.

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები

მედიის ინფორმაციით, თალდიყორღანში შენობების ნაწილი იწვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 „შეიარაღებული კრიმინალი“ და 18 უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა.  ქვეყანაში ამ დრომდე შეფერხებულია მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება. დაკავებულია 3 ათასზე მეტი დემონსტრანტი.

უკონტროლო ვითარება ყაზახეთში: სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს ათობით დემონსტრანტი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ყაზახეთის პრეზიდენტმა „ტერორისტებისთვის“ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა

100
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
100
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული