შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში ლარის კურსის გაუფასურებას ეხმაურება.[related_news id=”228906″ align=”left”]
“გორელო კულტმუშაკებო, ყანდიაშვილის ტროლებო და პირველი არხის ანალიტიკოსებო, დოლარი რომ სამი ლარი გახდა, ისევ ჩემს სახლთან მოხვალთ თუ სადმე უფრო შესაფერის ადგილას გააპროტესტებთ?
რავი ძმაო, დამავალეს პანიკაა და რამე პოზიტიური თქვიო და მეც ვამბობ, საშუალოვადიან პერსპექტივაში გამყარდებათქო, აბა რო ვთქვა, მოკლევადიანში გამყარდება თქო, გამოვა რო ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და გრძელვადიანში კიდე, ეეხ, თქვენც ხო იცით არა – ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების ქართული თარგმანი.
ამხელა მთავრობაში ერთი კაცი რო არ არი, ვისაც ცოტაოდენი ნდობა მაინც აქვს, რომ გამოვიდეს და ბაზარი დაამშვიდოს -ე მაგაშია პრობლემა”- წერს უტიაშვილი ფეისბუქზე.
[related_news id=”227140″ align=”left”]
ცნობისთვის, 25 ივლისს რამდენიმე ათეული ადამიანი მის სახლთან შეიკრიბა და ბოდიშის მოხდა მოითხოვა წინა დღით დაწერილი პოსტის გამო, რომელიც აგვისტოს ომს და რუსეთს ეხებოდა.