Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
338

თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოძრაობა შეიზღუდა გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ზოგიერთ უბანში ძლიერ წვიმასთან ერთად იყო სეტყვაც.

ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სამსახურში 25 შეტყობინებაა შესული. შეტყობინებების შინაარსი ეხება ტოტების ჩამოვარდნას და გზებზე წყლის მომატებულ დონეს. მათი უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება. ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები.

https://www.facebook.com/tamta.gogoladze.9/videos/2476122112420921/

დედაქალაქის გარდა, ძლიერი წვიმა იყო შიდა ქართლის რეგიონში.ძირითადად დატბორილი იყო ქუჩები, ყველა მათგანზე რეაგირება უკვე მოახდინეს მაშველებმა. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში წვიმის შედეგად გზაზე ჩამოიშალა ქვიშა, შესაბამისი სამსახურების მიერ გზის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წვიმის გამო, ვერეს ხეობაში მოძრაობა აიკრძალა

338
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
338
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული