Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
249

ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში აღდგომის დღესასწაულთან შეხვედრის ოჯახურ ტრადიციას გვიზიარებს.

მისი თქმით, „წითელ პარასკევს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე“.

„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო.
თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ.

მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს და პურს, მწნილს, ან რამეს თითონ წავიხემსებდით.

ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე.
რატომღაც ბებია ცალკე, მარტო საქმეს ირჩევდა ან აბალახებულ კვლებს გამოხილავდა ბახჩაში, ან მოჭვებს ბურდანს შეუუცვლიდა ან გოჭიან ღორებს გარეთ გამოყრიდა და საღორეს კიდისკიდემდე დაალაგებდა. არ მეჩვენებოდა ალბათ, სამძიმო, საბინძურო საქმეს გამოიძებნიდა.

საღამოს აუცილებლად გაწვიმდებოდა, კარგად მახსოვს რომ არც წვიმას მოერიდებოდა, თავშალს არ მოისხამდა, დაწყებულ საქმეს არ დატოვებდა, დაამთავრებდა. გვინ, დაბნელებულზე შემოვიდოდა შინ, მოწესრიგდებოდა, დაგვკოცნიდა სათითაოდ და დაგველაპარაკებოდა, გავიხარებდით.

კულიჩის ცომს მესამედ გადაზელდა, ალუმინის ქვაბებში ჩაალაგებდა და გამოსაცხობად შეაწყობდა, კვერცხებს ოზურგეთელ, პალაჩი ჩაჩანთან ნაყიდი, ნახერხიანი საღებავით შეღებავდა.

უბრად ყოფნა არ გამომდის, კვერცხი კი ბევრი შევღებე და ბებიას დიდი ხის გობი გავამსე. ყველა სტუმრად მოსულს ვურიგებთ და ვხარობთ ესმა და მე.
ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ ქართველებო!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო – როგორ ხვდებოდა ზურა შევარდნაძის ოჯახი აღდგომის დღესასწაულს

249
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
249
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული