Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
87

ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. ამ შედეგების მიხედვით, მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 65.1% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ხმა ამომრჩეველთა 34.9%-მა მისცა.

ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მაკრონმა მის კონკურენტს საკმაოდ დიდი სხვაობით გაასწრო. უცხოური მედია წერს, რომ ეს საფრანგეთის არჩევნებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია.

 

ვინ არის საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი?

39 წლის მაკრონი, რომელსაც 3 წლის წინ არავინ იცნობდა, საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ხდება.

ყოფილი საინვესტიციო ბანკირი მაკრონი, ევროკავშირში ინტეგრაციას, თავისუფალ ვაჭრობას, ღია კარის პოლიტიკას, ლიბერალურ ეკონომიკირ რეფორმებს უჭერს მხარს

 

როგორ შეხვდნენ მარკონის გამარჯვებას:

ლე პენმა მაკრონს გამარჯვება უკვე მიულოცა და საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს ფრანგი ხალხის არჩევანს, რომლებმაც ხმა მისცეს “უწყვეტობას”.

ლე პენის დამხმარემ კი ტელევიზიებთან განაცხადა, რომ მათ 11 მილიონი ამომრჩეველი ჰყავთ და შესაბამისად, საფრანგეთში მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილს იკავებენ.

მაკრონის გამარჯვებას თვითერზე პირველად, ჟერარდ არაურდი გამოეხმაურა, რომელიც ვაშინგტონში საფრანგეთის ელჩია.

მისი თქმით, მაკრონის არჩევისას საფრანგეთმა, ღია და ევროპისკენ მიმავალი სახელმწიფო აირჩია.

მაკრონს გამარჯვება მიულოცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც.

თამთა უთურგაშვილი

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წინასწარი შედეგები: არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა

87
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
87
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული