Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
248

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ეხმიანება საზოგადოების რეაქციას, რომელიც მისი კოლეგის, მარიამ ლაშხის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას მოჰყვა.

მადლობა თმენისთვის, მოხსენებისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის – ვინ და რატომ გადაუხადა მადლობა პრემიერს

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, გუშინ იხილეს შეურაცხყოფების და ზიზღის კამპანია, ამის მიზეზი კი მხოლოდ ემოციის გამოხატვის ფორმა გახდა:

“გუშინ ვნახეთ ჩემი კოლეგა ქალი დეპუტატის ( სხვათა შორის ორსულის) მიმართ შეურაცხყოფების და ზიზღის კამპანია, და რის გამო?
მიზეზი მხოლოდ ემოციის გამოხატვის ფორმა გახდა..

ამას მოჰყვა მთელი მისი აქტივობების გადასინჯვა, ქილიკი, საერთოდ უსაფუძვლო, ცუნამივით გადავლა კომენტარებში, სამწუხაროდ, მედია და ჟურნალისტები განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ადამიანები, რომლებიც პირველები უნდა გმობდნენ ქალის მიმართ ასეთ და მსგავსი მიზეზებით თავდასხმებს”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ,პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მას დეპუტატებმა მიმართეს, როგორც უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა აღნიშნა:

“ბატონო ირაკლი, მინდა, პირველ რიგში, მადლიერებით დავიწყო იმ თმენისთვის და მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვისთვის. სულ ოდნავ პოპულისტური პრემიერი რომ გვყოლოდა, დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეში იქნებოდა”, – განაცხადა ლაშხმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წილოსანი მარიამ ლაშხზე: გუშინ ვნახეთ ჩემი კოლეგა დეპუტატის, სხვათა შორის, ორსულის მიმართ ზიზღის კამპანია და რის გამო?

248
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
248
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული