Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
96

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის და დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ათეული საუბარი მქოდნა მიხეილ სააკაშვილთან და სხვებთან იმისათვის რომ მომხდარიყო რუსთავი2-ის დაცვა და მომხდარიყო დაცვის ორგანიზება. არ შემიძლია დავადასტურო იმ  ჩანაწერების ავთენტურობა რომელიც გაკეთებულია “ეფესბე”-ს მიერ,”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა დაკითხვის დასრულების შემდეგ.

რამდენიმე წუთში კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავისუფალი ზონის ხელმძღვანელის კობა ხაბაზის დაკითხვა დაიწყება. ხაბაზი სუს-ში დაკითხვაზე 15:00 საათზე იყო დაბარებული.

თავისუფალი ზონის ხელმძღვანელის გვარი იმ აუდიო ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელიც უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნდა. ხაბაზი ამბობს, რომ ის გამომძიებლებს მიაწვდის ინფორმაციას თუ როგორ “თხრის ის გვირაბს თბილისიდან ოდესამდე”

16 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრსა და დეპუტატს გივი თარგამაძეს ელოდებიან. არსებული ინფორმაციით დეპუტატთან კითხვები უკრანიულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წიკლაურის დაკითხვა დასრულდა, კობა ხაბაზის კი – იწყება

96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული