Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
189

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას პირველი მოადგილე, ივანე ბურდული ავარიაში მოყვა.

შემთხვევა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, გუშინ ღამით მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განუცხადა, შემთხვევის შედეგად ივანე ბურდული და ავტომობილში მასთან ერთად მყოფი პირი არ დაშავებულან:

„მერის მოადგილე ივანე ბურდული გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე წალენჯიხიდან ზუგდიდში მიდიოდა. მონაკვეთი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის ბნელი, არ არის განათების სისტემა და ძალიან ხშირად ხდება ავარია, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ძალიან ბევრი ცხენი მოძრაობს.

ავტომობილს ორი ცხენი დაეჯახა, ერთი ცხენი მანქანას შეუვარდა. ავტომობილი საკმაოდ ძლიერად არის დაზიანებული, მერის პირველი მოადგილე და მისი თანმხლები პირი, ღმერთის წყალობით, გადარჩნენ.

ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები გამოიძახეს, მიმდინარეობს კვლევა.

სამსახურის ავტომობილია – პიკაპი, ავტომობილით წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სარგებლობდა მანამ, სანამ პირადი მანქანა არ იყიდა. შემდეგ, იცით, რომ მისი მანქანა ააფეთქეს და დაზარალებულად არის ცნობილი. ამის შემდეგ ამ ავტომობილით მერის პირველი მოადგილე სარგებლობდა“, – განუცხადა „ფორტუნას“ თამარ ბელქანიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ავარიაში მოყვა

189
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
189
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული