„ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას – ანგარიშს უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და უკვე შემდგომ ნაბიჯებს ვამზადებთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოების დიდი გზა გაიარა:
[related_news id=”940020″ align=”left”]
„ჩვენმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი და სურს იხილოს ახალი სახელმწიფო ევროკავშირში“. – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება.
ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. ეს ქვეყნებია:
საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.