ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით პარიზში ჩავიდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერში” წერს.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შეხვდება.
„პარიზი. ყოველი ვიზიტით უკრაინის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები ფართოვდება, ევროპასთან კავშირი მყარდება და რუსეთზე ზეწოლა იზრდება. მე მექნება შეხვედრა ჩემს მეგობარ ემანუელთან და ვისაუბრებთ ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე”, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიასა და იტალიაში იმყოფებოდა, რა დროსაც ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
Paris. With each visit, Ukraine's defense and offensive capabilities are expanding. The ties with Europe are getting stronger, and the pressure on Russia is growing. I will have a meeting with my friend Emanuel and we will talk through the most important points of bilateral…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 14, 2023