Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
76

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახურის ავრცელებს.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას რუსულ მხარესთან დაგეგმილი მომავალი შეხვედრები განიხილა.

“ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო)“- აღნიშნულია განცხადებაში.

ჯენ ფსაკის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას იმ პრინციპის მიმართ, რომელიც გულისხმობს, რომ არცერთი საკითხი ქვეყნის გარშემო მისი ჩართულობის გარეშე არ გადაწყდება.

ჯო ბაიდენმა ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის შესახებ შეახსენა და განაცხადა, რომ “შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში”.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ნორმანდიის ფორმატის ფარგლებში, მინსკის შეთანხმების მნიშვნელობას დონბასში სიტუაციის დეესკალაციისთვის.

31 დეკემბერს ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო შეხვედრა გაიმართა, რომლის ინიციატორიც თავად რუსეთის პრეზიდენტი იყო. 10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

76
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
76
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული