Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
101

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პირველად კომენტარი გააკეთა.

„ნორმანდიის ოთხეულის სამიტის” შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანელმა ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის თაობაზე.

[related_news id=”280910″ align=”left”]პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო რუსეთის მიერ ძებნილი პირი, სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, სხვათა შორის მოსკოვის მეტროში მორმხდარ აფეთქებაში.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსული მხარე „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს.“

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში ჩეჩნურ კვალს ხედავს, თუმცა მოსკოვი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა

101
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
101
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული