Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
283

ახლახან თემურ თათარაშვილისა და „თეატრალურის კვარტეტის“ ახალი ვიდეორგოლის პრემიერა შედგა, რომელიც სტუდიაში მუშაობის კადრებს ასახავს.

სიმღერის მელოდიისა და ტექსტის ავტორი ცირა ბზიშვილია.

სიმღერა Tsira’sound studio-ში ჩაიწერა.

ცირა ბზიშვილი:

„რა თქმა უნდა, ბიჭები, მათი შესაძლებლობები ვიცოდი, მათი მაღალი აკადემიური დონე მე კი არა, მთელმა საქართველომ იცის და ამით ყველა ვამაყობთ, თუმცა ჩემთვის ნდომის ფაქტორი არის ხოლმე, მაგალითად, როცა თემურთან ერთად ვაკეთებ რამეს, ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ და ზედმეტს არ ვეძიები ხოლმე, რადგან თვითონ თემურის სახელი ქმნის ამ ამინდს და მის გარშემო ნამდვილად ყოველთვის ყველაფერი ხარისხიანი არის წარმოდგენილი. მუშაობის დროს ყველაფერი ჩანს ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები თავისი მოწესრიგებულობით, თავიანთი საქმისადმი ძალიან დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. მუშაობის დროს ისინი ასმაგად დავაფასე.

რაც შეეხება თემურს, მართლა ძალიან კარგად შედგა ჩვენი ტანდემი და ჩვენი საერთო სიმღერები ძალიან დიდი რეიტინგით სარგებლობს. ეს რეიტინგები გვაძლევს იმის უფლებას, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ და კიდევ რაღაც სიახლეები შევთავაზოთ მსმენელს. ამ შემთხვევაში, მოვინდომე, რომ ეს სიმღერა ბუმბერაზი ადამიანების პირიდან გაჟღერებულიყო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სიმღერები დროს და სოციალურ გარემოს უნდა შეესაბამებოდეს და ჩემი აზრით,  დროული იყო ის მესიჯი, რაც ამ სიმღერაში დევს“.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმეგობრობთ და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ სიმღერა ჩაგვეწერა… შედეგი ნამდვილად ძალიან კარგია“ – თემურ თათარაშვილი

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თემურ თათარაშვილისა და „თეატრალურის კვარტეტის“ ახალ სიმღერაზე მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლი

283
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
283
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული