Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
341

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, გოჭი გაასეირნა.

ჯაფარიძეს შეფასებით, რამდენიმე თვეა, გადათხრილი ჭავჭავაძე საღორეს დაამსგავსეს.

“აქაურობა რამდენიმე თვეა დაამსგავსეს საღორეს. ჰოდა, რა ვიცი, რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, რაც ჭავჭავაძეს დაახარჯეს. ამიტომ მოვიყვანე იმის შესაფერისი ცხოველი, რასაც დაამსგავსეს და ერთობა”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მისივე თქმით, ვაკის პარკის საპატივსაცემოდ გოჭს პარკის სახელი დაარქვა.

შეგახსენებთ,  ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის 30 მაისს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

ჭავჭავაძის გამზირზე თავისუფლად გადაადგილებას ორშაბათიდან შეძლებთ

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: ზურაბ ჯაფარიძემ ჭავჭავაძეზე გოჭი გაასეირნა

341
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
341
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული