ფოტო: თიკო ჭიღლაძე/City Magazine Georgia
City Magazine Georgia რუბრიკაში „M&S წყვილი“ საზოგადოებას ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ტელეწამყვანების, ნიკოლო წულუკიძისა და მანიკა ასათიანის შესახებ გვიყვება.
ჟურნალ „სითის“ მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიკოლოზ წულუკიძე მანიკა ასათიანის გაცნობის ისტორიას იხსენებს და მის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე საუბრობს.
„მახსოვს 6-7 წლის ასაკშიც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე უცებ ეს ბავშვი გარდა მშვენიერებისა, პროფესიონალიც გახდა. იშვიათია, რომ ადამიანი ყოველდღიურად იზრდებოდეს. გადაცემიდან- გადაცემამდე, ღონისძიებიდან-ღონისძიებამდე ხვდები, რომ მისი პროფესიული დაოსტატება ხდება. განსაკუთრებულად მიყვარს იმიტომ, რომ მანიკამ თავისი თავის ფასი იცის და საკუთარი თავის პოზიციონირებას სწორად ახდენს.
ღონისძიების, კონცერტის, გადაცემის წაყვანის დროს პარტნიორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მანიკას ძალია დიდი სიტყვათა მარაგი აქვს. შენ არ ხარ დაძაბული. დარწმუნებული ხარ, რომ სიტყვის კვანძს ძაფს გამოაბამს შენი პარტნიორი. იცი, რომ რაც მასზეა დამოკიდებული, ყველაფერს იზამს. ამიტომ ჩემთვის კომფორტულია მანიკასთან მუშაობა. უპრობლემოა, კომპლექსები არ აქვს. ის სცენაზე რომ გამოდის, მნიშვნელობას გრძნობს თავის თავისას და რა მომწონს იცი მანიკასი? თვითშეფასება-კონტექსტში. მას შეუძლია საკუთარი თავის ზუსტი განსაზღვრა.
რაც შეეხება მანიკას სტილს, ასე ვიტყოდი: ის ტანსაცმლით კი არ პოზიციონირდება, ის მშვენიერებით პოზიციონირდება“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე მანიკა ასათიანზე.
ნიკა მანიკაზე ❤️
წყვილიც არის ა წყვილიც. ამათი ტელე თუ კორპორატიული წყვილობა ცალკე ამბავია. მანიკა ნიკას პროდიუსერიცაა და ყველაფერიც. ნიკა? ნიკა ნიკაა ❤️
მადლობა , ჩემო მეგობრებო, ამ გადაღებისთვის
Posted by Eka Khoperia on ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2023
ინტერვიუს ვიდეომასალას საკუთარ ფეისბუკგვერდზე ჟურნალ „სითის“ მთავარი რედაქორი, ეკა ხოფერია გვიზიარებს და წერს:
„წყვილიც არის და წყვილიც. ამათი ტელე თუ კორპორატიული წყვილობა ცალკე ამბავია. მანიკა ნიკას პროდიუსერიცაა და ყველაფერიც. ნიკა? ნიკა ნიკაა“, – წერს ეკა ხოფერია და ტელესახეებს გადაღებისთვის მადლობას უხდის.
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ აქ.
ფოტო: თიკო ჭიღლაძე/ City Magazine Georgia