Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
28

ამერიკელმა რაიან ლევენსონმა და ჯოშ ალენმა არალეგალური რბოლის Cannonball Run-ის ახალი რეკორდი დაამყარეს. შეჯიბრის არსი ჩრდილოეთ ამერიკის მინიმალურ დროში გადაკვეთაში მდგომარეობს. არაოფიციალურ ღონისძიებას ერთი წესი აქვს: ავტომობილმა მთელი დისტანცია დამოუკიდებლად, გადამზიდის დახმარების გარეშე უნდა გადალახოს. Tesla Model S-ით მოძრავმა მონაწილეებმა ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე ჩასვლა 42 საათსა და 17 წუთში მოახერხეს, ანუ Porsche Taycan 4S-ის რეკორდი გააუმჯობესეს.

რაიანი და ჯოში გეგმავდნენ, რომ გზას ახალი ელექტროქარით დასდგომოდნენ, თუმცა მოდელის მიღება დროში გაიწელა და ამიტომ რეკორდის დამყარება დაქირავებული Tesla Model S-ით გადაწყდა. მომზადების დროს ელექტროქარი ახალი საბურავებით აღჭურვეს, გამქირავებელი კომპანია კი გააფრთხილეს, რომ 11 000 კილომეტრის გავლას აპირებდნენ.

მთელი გზის განმავლობაში ავტომობილი დასამუხტად მხოლოდ 18 წუთით ჩერდებოდა და მთლიანობაში ამ დრომ 7 საათს არ გადააჭარბა. გზად ამერიკელები იყენებდნენ აპლიკაციას, რომელიც მათ საპატრულო ავტომობილების მდებარეობას აჩვენებდა. ეკიპაჟმა მთელი დისტანციის გავლა 42 საათსა და 17 წუთში მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
28
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
28
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული