Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
235

2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაიჭრა ისრაელში, თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად.

ინსტაგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია და ვიდეოკადრები, დევნის ოპერაციის შესახებ, რომელშიც 1 000-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თელ-ავივში სროლა მოაწყო ერთმა ტერორისტმა და არა ჯგუფმა, როგორც ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მედიის ცნობით, დაჭრილებს საავადმყოფოში მკურნალობენ – მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, მათ ოპერაცია უტარდებათ, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ორი მსუბუქად დაშავდა.

ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მოთხოვნით, თელ-ავივის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა გაჩერებულია, რადგან მსროლელის ძებნა გრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: თელ-ავივის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა, დევნის ოპერაციაში ათასამდე სამართალდამცავია ჩართული

235
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
235
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული