Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
306

რუსეთში, ქალაქ ტვერში მდებარე საჰაერო კოსმოსური თავდაცვის ძალების კვლევით ინსტიტუტში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

მანამდე, ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადეს საგანგებო სიტუაციების რეგიონულ სამმართველოში.

დაშავებულია, სულ მცირე, 20 ადამიანი.

მედიასაშუალებების ცნობით, ცეცხლი შენობის დიდ ნაწილს უკიდია, შესაბამისად, საჭირო გახდა ცეცხლის ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვა.

ხანძარი დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა, ხანძრის ფართობი ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს. კვლევითი ინსტიტუტის დერეფნებსა და ოთახებში გავრცელებული მძაფრი კვამლისგან თავის დასაღწევად, თანამშრომლებს ფანჯრებიდან გადახტომა მოუწიათ.

ამ დროისთვის ხანძარი რამდენიმე სართულზეა გავრცელებული, მისი ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. კვამლი რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც ჩანს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: რუსეთში თავდაცვის სამინისტროს კვლევითი ინსტიტუტის შენობა იწვის, დაღუპულია 5, დაშავებულია 20 ადამიანი

306
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
306
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული