ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ უნდა გახსნათ დაბლოკილი Hyundai Elantra, როცა გასაღები სახლში დაგრჩათ. უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილი ავტომფლობელის დასახმარებლად სპეციალისტი მივიდა და დავალებას თავი ერთ წუთში გაართვა.
კანადური ქალაქის ონტარიოს მკვიდრმა თავისი Hyundai–ს კარი ისე ჩაკეტა, რომ გასაღები შიგნით დარჩა. მისდა გასაკვირად ავტომობილის კარები დაიბლოკა. პრობლემის მოსაგვარებლად ავტომფლობელმა ევაკუატორი გამოიძახა, რათა დაბლოკილი ავტომობილი სპეციალურ სახელოსნოში გადაეყვანა. თუმცა, ადგილზე მისულმა სპეციალისტმა მას პრობლემის მოგვარება შესთავაზა.
დაბლოკილი Hyundai–ს გასახსნელად ევაკუატორის მძღოლმა პატარა ბალიში და ხელის ტუმბო (ნასოსი) გამოიყენა. მთელ ამ პროცესს 60 წამზე ნაკლები დრო დასჭირდა. სპეციალისტმა ავტომობილი ისე გახსნა, რომ ოდნავადაც არ დაუზიანებია.
Hyundai Elantra–ს მძღოლი მცირე შოკში იყო, შემდეგ მხსნელს მადლობა გადაუხადა და სინგალიზაცია გამორთო.
ავტომობილის გახსნის დეტალები კი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ.