მოცეკვავე სალომე ჭაჭუა გადაცემა „ჩვენ ოჯახს“ სტუმრობდა, სადაც კარიერაზე და ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ ისაუბრა.
სალომე ჭაჭუა აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე იყოს“.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა რისკი და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ ყოფილა, რადგან მთელი ცხოვრებაა მიჩვეული ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიმოღვაწეო, ტურნირები იქნება თუ ა.შ.
გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი გარემოა ირლანდიაში.
ყველაფერს ნიჭი და შრომა სჭირდება, რადგან მთელ მსოფლიოში იმდენი ძალიან მაგარი პროფესიონალი მოცეკვავეა, შენ მათ შორის უნდა იყო. მე მათ შორის ვარ ძალიან დიდი შრომიდან გამომდინარე“, – ამბობს სალომე ჭაჭუა.
სალომე ჭაჭუა მოცეკვავეობასა და ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლევებზე“
?სალომე ჭაჭუა: ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავე
სალომე ჭაჭუა მოცეკვავეობასა და ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლევებზე“??
#ჩვენიოჯახიPosted by ჩვენი ოჯახი on Saturday, 3 June 2023