გერმანული მუსიკალური შოუ The Voice-ის ქართველი მონაწილე ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში აქამდე უცნობ კადრებს გვიზიარებს.
კადრებში ჩანს, როგორ ემზადებოდა ლიზი ბრმა ქასტინგის დროს სცენაზე გასასვლელად. მომღერალმა ბოლო წუთებამდე არ იცოდა, რომ მის საგულშემატკივროდ შესარჩევ ტურზე დედაც მივიდოდა..
„როდესაც გერმანიაში ჩამოვედი თავს მარტოდ ვგრძნობდი, რადგან აქ არავის ვიცნობდი.. დედაჩემი ყოველთვის გვერდით მიდგას, თვითონაც ძალიან დიდი კავშირი აქვს მუსიკასთან,“- ამბობს ლიზი.
ასევე იხილეთ: