Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
176

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მმართველი გუნდის მოტივებზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ „ქართულ ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი მას ციხეში შიშის გამო ინარჩუნებს. 

„შიშისთვის ინარჩუნებს, რომ აი, დაჭერილი მყავსო. ბევრი არგუმენტაცია აქვს, რატომ ჰყავს დაჭერილი, ეს თავისი ბირთვული ამომრჩევლისთვის, იგივე პუტინისთვის, იმიტომ, რომ შიშები აქვს და ეს მათ იციან.

„ქოცები“ არ მალავენ, რომ მიშა სააკაშვილი რომ გაუშვან, შეიძლება ომი დაიწყოს. აქედან დასკვნა, რომ რუსების მონები არიან, ანუ, რუსები რასაც უკარნახებენ, ის უნდა გააკეთონ. ამაზეა საუბარი, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, მათთვის გარანტიაა, რომ რუსები არ შეაწუხებენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

[related_news id=”884401″ align=”left”]

წამყვანის რეპლიკაზე – სააკაშვილი რომ გამოვიდეს, რაღაც პროვოკაციული იქნება, რაზედაც სანიკიძემ ამგვარად უპასუხა:

„პროვოკაციული რა, ჯარს გაუძღვება მიშა თუ მოსკოვზე ილაშქრებს? არ უნდათ გარეთ, ყველა ვარიაციის ეშინიათ, უკრაინაში, პოლონეთში გაშვების, საქართველოში გამოშვების. მისი სიკვდილისაც ეშინიათ.

მიშა კი არ არის ბიძინას მძევალი, ვერ ატყობთ, უკვე, რომ ბიძინა ხდება მიშას მძევალი?.. დინოზავრების ვერსიას აწვებიან ისევ, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, წაგვაგებინა და პროვოცირება გაუკეთა ღვთისნიერ პუტინს… სწორი იქნება სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და უკრაინაში გაშვება“. – აღნიშნა სანიკიძემ.

სანიკიძე: ბიძინა უკრაინის დროშით გამოვა, უკან ექნება ზელენსკის სურათი და ღარიბაშვილს და ამ ხელისუფლებას დაგმობს.. ახალ გუნდს ქმნის, არ არსებობს, ივანიშვილს „მარქაფა“ პროექტი არ ჰქონდეს 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: „მიშა კი არ არის ბიძინას მძევალი, უკვე ბიძინა ხდება მიშას მძევალი“ – გუბაზ სანიკიძე

176
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
176
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული