Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
242

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ალუაშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა. ამის ამსახველი ვიდეო კალაძის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

ოჯახი დღეს პირველად შევიდა ბინაში. ოთხოთახიანი ბინა ვარკეთილის რაიონში ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინაში ოჯახს კვების პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დახვდა.

დედაქალაქის მერმა ალუაშვილებს პირადად მიულოცა ახალმოსახლეობა და ბინის გასაღები გადასცა.

შეგახსენებთ, დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილის სახლების ნგრევისას გადაღებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თბილისის მერი მათ ბინის ჩუქებას დაჰპირდა. კალაძის თქმით, მათთვის ბინის ჩუქების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაარკვია, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და აფრიკის დასახლებაში რთულ პირობებში ცხოვრობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა

242
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
242
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული