Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
141

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავთან დაკავშირებით, 73 წლის ნორვეგიელმა მამაკაცმა კეტილ კრანემ ოსლოში, შუაღამისას, რუსი დიპლომატების სახლთან საჰაერო თავდასხმის სიგნალი ჩართო და აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გაავრცელა.

როგორც კრანმა ადგილობრივ მედიას მოგვიანებით უთხრა, მისი ამ „პერფომანსის“ მიზანი იყო, გაეღვიძებინა რუსები როგორც მეტაფორულად, ისე ფიზიკურად ომის საშინელებებით. გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც კრანი პროტესტს განგაშის სიგნალით გამოხატავს, პერანგზე აწერია: „გაიღვიძე, რუსო!“

„მინდა,ისინი ორმაგი გაგებით გავაღვიძო – როგორც ფიზიკურად, ასევე იმ კუთხით, რომ გაიაზრონ, ისინი ერთობლივად არიან პასუხისმგებელნი ამ ომზე.“– უთხრა მედიას კეტილ კრანემ.

ოსლოში, რუსეთის საელჩოს მუშაკების საცხოვრებელი კორპუსთან განგაშის სიგნალის ჩართვამდე, მან მეზობლები თავისი გეგმის შესახებ გააფრთხილა და თქვა, რომ მზად იყო დაკავებისთვისაც, რადგან როგორც მანვე დასძინა, ეს ქმედება შესაძლოა უკანონო ყოფილიყო, თუმცა მას ეს, ამორალურად არ მიაჩნდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: „გაიღვიძე, რუსო!“ – 73 წლის ნორვეგიელმა მამაკაცმა უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით, რუსი დიპლომატების სახლთან, შუაღამისას საჰაერო განგაშის სიგნალი ჩართო

141
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
141
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული