Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
177

დედა თინათინი ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში შვილის, მამა ანდრიას გარდაცვალების შესახებ საუბრობს და საკუთარ განცდებს აღწერს.

მისი თქმით, ფერადი მილედი მოკვდა იმ დღეს, როდესაც შვილის მძიმე დიაგნოზის შესახებ შეიტყო.

“ყველაზე მძიმედ გამახსენდება დიაგნოზი. ფერადი მილედი იმ დღეს მოკვდა. გავაანალიზე რომ უდიდეს საშინელებასთან მქონდა ბრძოლა. მამა ანდრიას იმდენად მძიმე დიაგნოზი ჰქონდა, რომ მსოფლიოში ასეთი დაავადებით არავინ გადარჩენილა. მეუბნებოდა: დე მერე რას იზამ. ეს მერე მის გარდაცვალებას ნიშნავდა. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ მის გარეშე “მერე” არ არსებობდა. დავიწყე ტირილი და მამა ანდრიამაც იტირა. მეუბნებოდა: “ბოდიში, როგორ დაგტანჯე, დე”. მარწმუნებდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრი და კარგი რამე უნდა ყოფილიყო. ასევე მითხრა, რომ ამქვეყნად იმდენი იტანჯა, გარდაცვალების შემდეგ დასვენება სურდა და მე თუ უფლის გმობაში ჩავვარდებოდი, სასუფეველში თვალებს ვერავის გაუსწორებდა და შერცხვებოდა. გარდაცვალებამდე წინა დღეებში მეუბნებოდა, რომ “დე, მე ხან იქეთ ვარ და ხან აქეთო”. ერთხელ ძალიან ლამაზად დამიხატა, რა იყო სამოთხე. “ჩაგივლის დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე” – ამბობდა და აღნიშნავდა, რომ იქ მოხვედრას დამსახურება უნდოდა”, – საუბრობს დედა თინათინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვიდეო: “ფერადი მილედი იმ დღეს მოკვდა…უცებ არაფერი აღარ ვარ” – დედა თინათინი მისი ცხოვრების ყველაზე რთულ ეტაპზე

177
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
177
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული