Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
57

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დათვის ბელი Lamborghini Huracan-ის სუპერქარში ცდილობს შეღწევას. ამ დროს მოდელი მის წონას ვერ უძლებს და კარი სძვრება. დათუნიას ძალიან გაუმართლა, რომ არაბი შეიხის პირადი ზოოპარკის მკვიდრია, ჰუმაიდა აბდულა ალბუკაიში სუპერქარების ინვესტორი და კოლექციონერია, ამიტომ ძვირადღირებული ავტომობილის დაზიანების გამო სულაც არ გაბრაზებულა, ყოველ შემთხვევაში ვიდეოში მისი რეაქცია არც ისე ცუდი იყო.

როგორც კადრებში ჩანს, შეიხი ცდილობდა დათვი Lamborghini-ს სალონში შეეტყუებინა და ამიტომ შიგნით ვაშლი მოათავსა. მომძვრალმა კარმა ცხოველი ძალიან შეაშინა, თუმცა ვიდეოს მაინც ბედნიერი დასასრული აქვს – მან ხილი მიიღო, შეიხი კი ისე იღიმოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ მის ზოოპარკში სხვა ცხოველებიც არიან – ვეფხვები, ლომები, ჰიენები და გველები, რომლებთან ერთადაც მანქანებთან ისე ხშირად თამაშობს. შეიხს სუპერქარებიც მრავლად აქვს, მის კოლექციაშია – რამდენიმე Huracan, Lamborghini Urus, ასევე Rolls-Royce Wraith და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
57
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
57
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული