Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
41

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ გლაზგოში, 63 წლის გამყიდველმა როზანა გიბსონმა შეიარაღებული მძარცველი დააკავა. Daily Record-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ჩაქუჩითა და დანით იმუქრებოდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ქალმა და მისმა ახალგაზრდა ნათესავმა მაღაზია სამუშაო დღის დასაწყისში გახსნეს. მოულოდნელად შენობაში მძარცველი შემოვარდა, მუქარა დაიწყო და სალაროდან ფული მოითხოვა.

გიბსონის რეაგირება მყისიერი იყო, ქალმა ბოროტმოქმედს ხელი კრა, ძირს დააგდო, მისი ნათესავი კი მამაკაცს ზემოდან დააწვა.
„უნდა ვაღიარო, რომ ეს საკმაოდ რთული იყო. ის ადგომას ცდილობდა, ჩვენ კი მის გასაჩერებლად მთელი ძალები გამოვიყენეთ,“ – იხსენებს გამყიდველი.

ქალმა მძარცველს ნიღაბიც მოხსნა, რათა ენახა იყო თუ არა ის მისი ნაცნობი. როგორც გაირკვა, მამაკაცი მაღაზიაში საყიდლებზე არაერთხელ შესულა.

მოგვიანებით ადგილზე პოლიცია მივიდა და მძარცველი დააკავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
41
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
41
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული