„ვოკალის აკადემიის“ კვარტეტი ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ იმყოფებოდა სტუმრად სადაც სიმღერის პრემიერა გაიმართა.
ვოკალის აკადემიის დამფუძნებელი ანკა უგლავა სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ნიკოლოზ ხარატმა, ვაჩე ღვინიაშვილმა, ოთო ბაზერაშვილმა და გეგა შონიამ ახალი სიმღერა შეასრულეს.
„❤️? ახალი სიმღერის პრემიერა და კლიპის პრემიერა“ – წერს ანკა უგლავა.
ბავშვების ბრწინვალედ შესრულებულმა სიმღერამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.