Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
83

თელავის გზაზე ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე  პოლიციელი და აქციის მონაწილეები დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათამდე პოლიციელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მათ დაბეჟილობები და თავის ქალის ტრავმა აღენიშნებათ. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან დაშავებულთა შორის ინფორმაციას არ ფლობენ.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი ამბობენ, რომ დაპირისპირებისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა, თუმცა ეს დაზუსტებული მონაცემი არ არის.

გურჯაანში ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს.

ოპოზიციის პროტესტმა უკვე თბილისში გადმოინაცვლა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს პარლამენტთან რვა კარავი აქვთ გაშლილი წარწერით “არა სალომეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
83
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული