რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკამ „მხიარული დილა“ მაესტრო გია მაჭარაშვილს დაუკავშირდა. მან მსმენელი დილიდან სასიამოვნო ენერგიით დატვირთა. ასევე ისაუბრა თავისი ოჯახის „დილის რიტუალზე“.
-ადამიანებმა უნდა გავითავისოთ, რომ უბედურების, გაჭირვების, კამათის დასრულების დრო დადგა. სიამოვნებით შევუერთდები ყველა იმ ძალას, რომელიც სიკეთისა და სიყვარულისთვის იბრძოლებს და იქნება თავისი ერის სამსახურში. მზად ვარ, მანამ სანამ ცოცხალი ვარ ჩემი სიმღერებითაც და არსებობითაც გემსახუროთ.
–ოჯახში რაიმე „დილის რიტუალი“ ხომ არ გაქვთ?
-არ ვიცი რამდენად შეიძლება რიტუალი დავარქვათ, მაგრამ ვცდილობთ ტელევიზიიდან ან რადიოდან დადებითი ინფორმაცია მივიღოთ. ვუსმენთ სასიამოვნო სიმღერებს, ნაწარმოებებს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი