Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
88

“ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმების გამო მეწყერი დაიძრა, წამოვიდა გრუნტის ნაწილი. ეს გახლავთ “მადაგონის” უკანა ტერიტორია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აღნიშნული ნაწილი რუკაზე მონახოს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ ფერდობის უკან საბავშვო ბაღია, რომლის ტერიტორია უკვე დაბზარულია,” – ამის შესახებ “ფორტუნას” დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განუცხადა.

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში ვაშლიჯვრის მეწყერზე

როგორც გოდოლაძემ გვითხრა, ამ შემთხვევაში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ფერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერი ტიპის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება და ამასთან, აუცილებელია ფერდის გამაგრება.

„აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელება და ამასთან, მნიშვნელოვანია ფერდის გამაგრება, რაკი საფრთხე საკმაოდ რეალურია. ამ შემთხვევაში პრევენციული მექანიზმი მხოლოდ სამუშაოების შეჩერებაა“. – გვითხრა გოდოლაძემ.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ვაშლიჯვრის მეწყერსაშიში ზონაში, მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს: კახა კალაძე

 

 

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმების გამო მეწყერი დაიძრა, წამოვიდა გრუნტის ნაწილი: თეა გოდოლაძე

88
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული