Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
123

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი VTB BANK Georgia-ს ყიდულობს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ეხმიანება.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს გაანალიზებული:

“რუსული ფული ყველა “შავია”. მათ სურთ, ამ რუსულ ფულს მისცენ გასასვლელი გარე სამყაროში. შესაბამისად, ყველა ასეთი ტიპის ინვესტიცია უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით გაანალიზებული, ამისთვის გვყავს ეროვნული ბანკი. როცა არის საფრთხე, მას შეუძლია, კონკრეტულ შემთხვევაში უარი უთხრას საბანკო გარიგებაზე და წილების ცვლაზე.

ამიტომ, ახლა ეს არის ეროვნული ბანკის ამოცანა. რა დავალებაც უნდა მიიღოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, პრემიერისგან თუ ოლიგარქისგან, მან არ უნდა დაუშვას ქართული ფინანსური სისტემის გამოყენება რუსული სანქციების გვერდის ავლისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, BMG-ს ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვაშაძე: ინფორმაცია, რომ VTB BANK Georgia-ს ხიდაშელი ყიდულობს, სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით უნდა გაანალიზდეს, მათ სურთ, რუსულ ფულს გარესამყაროში გასასვლელი მისცენ

123
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
123
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული