Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
240

სახელგანთქმულმა იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ, რომელიც თავის ვაჟთან დანიელესთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა, ინსტაგრამზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

“მინდა ყველას მადლობა გითხრათ ზრუნვისთვის, რომელიც ხალხმა ჩვენს მიმართ გამოხატა. თავს კარგად ვგრძნობთ. იმედი მაქვს ერთი კვირის შემდეგ მე და დანიელე დავამარცხებთ კორონავირუსს. მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ვირუსს ებრძვის და ხალხს მამაცურად და პროფესიონალურად ეხმარება. ვამაყობ, რომ იტალიელი ვარ!”

იტალიური ფეხბურთის ლეგენდისა და ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონის კორონავირუსით დაინფიცირების ამბავი შაბათს გავრცელდა. 51 წლის მალდინის ტესტზე დადებითი პასუხი კი 20 მარტს გახდა ცნობილი. დაზუსტა, რომ მას კონტაქტი ქონია პირთან, რომელსაც ასევე დაუდგინდა ეს ავადმყოფობა.

ინფექცია ასევე აღმოაჩნდა მალდინის 18 წლის ვაჟს დანიელეს, რომელიც “მილანის” მოქმედი ფეხბურთელია. მამა-შვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე კარანტინში რჩება სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით.

მალდინი ამჟამად “მილანის” ტექნიკური დირექტორია. მას ამ გუნდში მთელი კარიერა აქვს გატარებული 1984-დან 2009 წლამდე. მალდინის მხარდამხარ უთამაშია და არაერთი ჯილდო მოუგია კახა კალაძეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვამაყობ, რომ იტალიელი ვარ! – კარანტინში მყოფმა პაოლო მალდინიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა (ვიდეო)

240
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
240
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული