Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
473

“ტვ პირველის” დატოვების შემდეგ, ტელეწამყვანები ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემა “პოლიტმეტრს” იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს

მაყურებელი გადაცემის ყურებას კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 21:00 საათზე შეძლებს. პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში 3 ივლისს გავა.

როგორც ნინო ჟიჟილაშვილი აცხადებს, “პოლიტმეტრს” იგივე გუნდი მოამზადებს.

“წამყვანები ისევ მე და ვახო სანაია ვიქნებით. “პოლიტმეტრის” ისევ ის გუნდი მოამზადებს, რომელიც 2011 წლიდან ქმნიდა გადაცემას. “პოლიტმეტრი” საზოგადოებრივ პოლიტიკური პროექტია, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარე ანალიზით დაკავდება”, – აცხადებს ჟიჟილაშვილი.

შეგახსენებთ, 12 ივნისს, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტელეკომპანია “პირველი” დატოვეს. მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი “ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევა” იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი “ფორმულაზე” გადაცემას წაიყვანენ

473
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
473
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული