Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
181

უკვე ორი დღეა, თეძამის ხეობაში სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორი დაკარგული ადგილობრივია, ერთი კი თბილისელი. ახლობლების განმარტებით, ისინი თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით, ტყეზე გავლით გეგმავდნენ, ბოლოს ახალგაზრდები თეძამის ხეობის შესასვლელში ნახეს.

„თბილისიდან მოდიოდნენ, ქარელთან გადაუხვიეს და თეძამის ხეობით წამოსულან, აქ სულ ტყის გზებია, ჯიპით არიან, ტელეფონები გამორთული აქვთ და ვერ ვუკავშირებით“, – ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელი.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.

„ბოლოს 16:00 საათზე კამერებმა სოფელ ლევიტანასთან დააფიქსირეს, მას შემდეგ კვალი იკარგება, ისეთი ხეობაა ტელეფონი არ იჭერს, გუშინვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ ვშიშობთ რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნათ“, – გვიყვება კიდევ ერთ-ერთი დაკარგულის ნათესავი.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს სამაშველო სამსახური, პოლიცია და მეგობრები ეძებენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი: „ვითხოვთ სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩართონ, დროული დახმარება სჭირდებათ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

უკვე ორი დღეა, თეძამის ხეობაში სამ ახალგაზრდას ეძებენ

181
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
181
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული