Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
130

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით უკრაინა–ბელარუსის საზღვართან, ბელოვეჟსკში მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი დაიწყო.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკიც ადასტურებს.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა მანამდე „ტვიტერზე“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა შეწყდეს.

„რამდენიმე წუთში დავიწყებთ საუბარს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომელთაც სერიოზულად სჯერათ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ფართომასშტაბიანი ძალადობა არგუმენტია.

დაამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვადასხვა ტოქსიკურ გვარებს, როგორიცაა იანუკოვიჩი, ბოიკო, მურაევი, რომლებიც რუსებს საკუთარი სისულელით გამოჰყავთ“, – აცხადებს პოდილიაკი.

შესაბამის ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასიც“.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 28 თებერვალს გაიმართა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე 3 მარტს გაიმართა.

დიალოგის დაწყებამდე კრემლმა კიდევ ერთხელ წამოაყენა თავისი პირობები, თუ რა შემთხვევაში შეწყვეტს ომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო

130
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
130
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული