„უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას. მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე წერს.
დეპუტატი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სამართლიანობის აღდგენას უსურვებს:
„ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
თავისუფლებაზე დიდი მიღწევა არც ერთი ერისთვის არ არსებობს და უფალმა ინებოს, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ხალხის ბრძოლა გამარჯვებით დასრულებულიყოს!
[related_news id=”912111″ align=”left”]
უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ამ გამანადგურებელი ომის მალე გამარჯვებით დასრულებას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას!
ასევე, უკრაინას ვუსურვებ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური გონიერებით ცხოვრების გაგრძელებას.
მათი მშვიდობისთვის მზრუნველი, რეალური მეგობრების ცნობასა და დაფასებას!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.