Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
38

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების ოთხი ვერტმფრენი 18 წუთში გაანადგურეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია Ka-52-ებზე.

„12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 08:58 საათამდე, უკრაინის სამხრეთით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52).

წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი – საკონტაქტო ხაზს იქით.“ – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.

უწყება არ გამორიცხავს, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები კიდევ ორი რუსული საფრენი საშუალების განეიტრალებას ცდილობენ.

ცნობისთვის, ერთი ასეთი საფრენი აპარატის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი დოლარია.

უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო – რეზნიკოვი ადასტურებს, რომ ქვეყანამ გერმანიისგან სარაკეტო სისტემები IRIS-T მიიღო

“მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს” – მედვედევი უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე

„ფეიკ“ სტრუქტურები არიან, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემსახურებიან“– უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის უშიშროებაზე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

უკრაინამ რეკორდულ დროში, 4 რუსული ვერტმფრენი გაანადგურა

38
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
38
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული